2019-03-14 20:04:19
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ დღეს მიიღო. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. 

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ამავე თემაზე