2019-03-14 13:39:08
"განაჩენი გამოტანილია - უვადო პატიმრობა, ამას ელოდება მთელი საქართველო" - ნანიკო ბერიაშვილის ბაბუა

განაჩენი გამოტანილია - უვადო პატიმრობა, ამას ელოდება მთელი საქართველო, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში,  გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ბაბუამ. ხვიჩა ბერიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებული იაგო ნებიერიძე საქმის გაჭიანურების მიზნით არ ცხადდებოდეს სასამართლოში.

„ავად არის? კვდება თუ რა ხდება? თუ მოკვდება, მოკვდეს, თუ არადა, გამოუშვან! საქმე ბოლომდე მიყვანილია, როგორც 6 საათში იპოვეს ეს, ასეა საქმეც ბოლომდე მიყვანილი. ჩემი აზრით, ორი-სამი პროცესი, მეტი რა უნდა, რას დაგვარბენინებენ? რას გვიღვიძებენ კიდევ და კიდევ ყველა წამს? მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, თქვენს შვილებს უნდა", -განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულის სახით პოლიციამ 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავა. ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლებით​ აქვს წარდგენილი, რაც შესაბამისად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას და  დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე