2019-03-14 13:28:01
ისინი ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ - ჯანეზაშვილი სახ.დეპის ანგარიშთან დაკავშირებით, მოსამართლეების განცხადებებს პასუხობს

ისინი ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ - ასე უპასუხა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლე წევრებს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშთან დაკავშირებით.

საბჭოს მოსამართლე წევრები ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში, ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაცია ასახა. 

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ვერ მოხვდებოდა ინფორმაციის წყარო, რომელიც სანდო არ არის. 

„მოსამართლე წევრების შეფასებას ვუწოდებდი, რომ ისინი ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ. ცდილობენ, რომ თავიანთი თავი დაიცვან, რადგან თავად არიან კლანის წარმომადგენლები და ბუნებრივია, მათ სხვაგვარი შეფასება ვერც ექნებოდათ. როგორ შეიძლება, ვერ ენდო ასეთ მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელსაც აწოდებენ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი. თუ სანდო არ არის ინფორმაციის წყარო, ეს ანგარიშში ვერ მოხვდება. ანგარიშზე საუბარია კლანზე, ლევან მურუსიძის დანიშვნაზე, რომელიც ფორსირებული იყო. ანგარიშზე საუბარია კლანზე, ეს ხელისუფლებისთვის უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რომ მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც სასამართლო სისტემასა და საბჭოში კლანის არსებობას შეზღუდავს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე