2019-03-14 13:21:38
არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატიურად ხდება აპელირება ამ ცრუ ინფორმაციაზე - მიქაუტაძე 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშის გამო, მოსამართლეები არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირდნენ. ისინი ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების ქვეშ მოექცა. მათივე თქმით, სამოქალაქო სექტორმა ვაშინგტონი აიძულა, ყალბი ფაქტები მათ ანგარიშში აესახათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებენ. 

„პირდაპირ არის დასკვნაში ის წყარო მითითებული, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს. ეს წყარო არის კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასაგებია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ. ელექტრონული განაწილების სისტემაა მითითებული და მასში არსებული ხარვეზები, ეს თემა განხილული გვაქვს არაერთხელ და არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ განაწილების სისტემაში რაიმე ხარვეზი არსებობს არ არის, არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერ იქნება, იმიტომ, რომ ასეთი არ არის. ამაზე აუდიტიც იყო ჩატარებული და მაინც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატიურად ხდება აპელირება ამ ცრუ ინფორმაციაზე. არის ეს მნიშვნელოვანი, რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ეს ინფორაცია,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე