2019-03-14 12:42:36
თურქეთის სასამართლომ „ცხინვალის“ ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა

თურქეთის სასამართლომ, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა. სასამართლომ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა.

ფეხბურთელები საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. 

ქართველი ფეხბურთელები 21 თებერვალს დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, მათ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ნივთები მოიპარეს. საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ კი, დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

ფეხბურთელები ამ დრომდე სასტუმროში იმყოფებოდნენ და ისინი საპატიმროში არ გადაუყვანიათ. მათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ჰქონდათ აკრძალული.

ამავე თემაზე