2019-03-14 10:17:18
"ყელზე არის თოკის ჩანართები და ნაჭდევები" - კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში  ექსპერტიზა ჩაუტარდა. პროცესი ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცეები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება“, - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაკავებულმა ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში თავი ჩამოიხრჩო. კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

ამავე თემაზე