2019-03-13 13:58:44
"ობიექტური მართლმსაჯულება თუ შეთანხმებული განაჩენი" - სუბელიანის საქმე

გამოტანილი განაჩენი, აღრმავებს ეჭვებს საქმეში არაფორმალურ გავლენების არსებობასა და ამ პროცესში სასამართლოს სავარაუდო მონაწილეობაზე- ასე აფასებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის მიმართ გამოტანილ განაჩენს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".

განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს, ნათქვამია, რომ  ხორავას ქუჩის საქმემ და მასში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის როლმა, კიდევ ერთხელ გააჩინა აღქმა, რომ გავლენიანი პირების მხრიდან ქვეყანაში მართლმსაჯულების პროცესზე მანიპულირების შესაძლებლობა არსებობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან გარემოებებზე წერს.

ვრცლად 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ათვლა მისი დაკავებიდან დაიწყო, შესაბამისად სუბელიანი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს. 

ამავე თემაზე