2019-03-13 13:53:16
სააკაშილი: პოროშენკო ყირიმის ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე გაცვლას გეგმავდა

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში 2014 წელს, პეტრო პოროშენკოსთან შეხვდრის დეტალებზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, პოროშენკომ მას უთხრა, რომ კიევს უნდა გამოეყენებინა იდეა, რომლითაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩებოდა.

სწორედ ამ პერიოდში ვითარდებოდა აქტიური პოლიტიკური პროცესები ყირიმის ნახევარკუნძულზე.

“მე პეტრო პოროშენკოს ვესაუბრე. მან მითხრა: “მიშა, თქვენ იცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება, ისევე როგორც იდეა, რომ უკრაინის შემადგენლობაში ყირიმი აღარ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას ევროკავშირსა და ნატოში წევრობით შევცვლით” – გაიხსენა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იგი პეტრო პოროშენკოს პოზიციას არ დაეთანხმა:

“ის პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ იყო, როდესაც ვუთხარი, პეტრო,- პირველი, თქვენ ამბობთ მივიღო ის ფაქტი, რომ ჩვენი ტერიტორიები საქართველოს ნაწილი არ გახდება? ის საქართველოს ნაწილი გახდება და ძალიან მალე… მეორე, ვინ გვითხრა, რომ თუ ყირიმის საკითხზე არაფერს მოვიმოქმედებთ, მაშინ ევროკავშირსა და ნატოში მიგვიღებენ? ეს იქნება მიზეზი, რომ უკრაინა არ მიიღონ, რადგან ტერიტორიული კონფლიქტი გექნებათ. მესამე – ვინ გვითხრა, რომ ყირიმში ყველაფერი გაჩერდება?”-განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუს დროს.

ამავე თემაზე