2019-03-13 11:29:40
დიდი ოდენობით ნარკოტიკი - თბილისის აეროპორტში დაკავებულ ქალს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ნ.ძ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული "მეტადონის" შემცველი 80 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, ასევე "მეტადონის" შემცველი 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე