2019-03-13 10:34:15
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება - სასამართლო საქმის განხილვას იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი ბრალდებები აქვთ წარდგენილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილად გამოაცხადა.

ამავე თემაზე