2019-03-12 18:47:18
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია დედა და მისი ორი შვილი

ფონიჭალაში სპეცოპერაცია დასრულდა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. დაკავებულია დედა და მისი ორი შვილი - 21 და 24 წლის მამაკაცები.

სამივე მათგანს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გასაღებას ედავება.

ქალი დღეს, დილით, თბილისში დააკავეს, ხოლო მისი შვილები დღის მეორე ნახევარში ფონიჭალაში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს, რასაც მეზობლების მხრიდან ხმაური და პროტესტი მოჰყვა.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ერთ ერთი დაკავებულის კუთვნილი მანქანიდან რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იციან, ვის ეკუთვნის ნარკოტიკული საშუალებები და როგორ მოხვდა ისინი მათ კუთვნილ მანქანაში.

ამავე თემაზე