2019-03-12 17:07:12
შსს-ში საქმის მასალების გასაცნობად სათანადო პირობები არ შეგვიქმნეს -სარალიძე

ზაზა სარალიძის განცხადებით, შსს-ში მას და მის ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად სათანადო პირობები არ შეუქმნეს. მისი თქმით, მას არ გამოუყვეს ცალკე ოთახი, სადაც შეძლებდა საქმის მასალების მშვიდ ვითარებაში გაცნობას.

„შსს-ში რატომ მოვედი არ ვიცი. ჩემი მოთხოვნა იყო პროკურატურაში გავცნობოდი საქმის მასალებს, იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს არასდროს აუკრძალავს ჩემთვის საქმის მასალების გაცნობა. შსს-ს არ აქვს ის მასალები, რა მასალებიც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს ჩანაწერები, პროკურორების აზრი. ადგებიან ახლა, მასალებს გააერთიანებენ, შსს-ში გამოყოფენ ოთახს, პროკურატურაში გამოყოფენ ოთახს და ყველა მასალას გავეცნობი. ამას გარკვეული დრო ნამდვილად დასჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ამას ერთ დღეში შევძლებ, იმიტომ, რომ ალბათ 20-30 ტომია. მე მინდა შევხედო ადამიანური თვალით, სად იტყუება მოწმე და სად არ იტყუება. ძალიან კარგად იციან ამათ, რომ საკმაო ინფორმაციას ვფლობ. დაკითხული ვარ ამ თემაზეც ძალიან ბევრჯერ, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამავე თემაზე