2019-03-12 15:46:46
სიახლეები აბსოლუტურად ყველაფერშია - სარალიძე შსს-ში მასალებს ეცნობა

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ში გამოძიების მასალებს ეცნობა. როგორც მოკლული მოზარდის მამამ, უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა გააცნეს მასალები პროკურატურაში. სარალიძე ფიქრობს, რომ შალვა თადუმაძის უწყება მის თავიდან მოშორებას ცდილობს.

„შსს-ში როცა მინდოდა, მაშინ მოვდიოდი და მაშინ ვეცნობოდი მასალებს და რატომ მომიშორეს პროკურატურიდან ვერ ვხდები. ესე იგი, არ აწყობთ ჩემი პროკურატურაში შესვლა. არც მაქვს მოლოდინი, რომ იქიდან კმაყოფილი გამოვალ. რაც შეეხება საქმეში სიახლეებს, სიახლეები აბსოლუტურად ყველაფერშია, იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ კალანდიამ რამდენი ჩვენებაც მისცა, ყველა ჩვენებაში მოიტყუა“, - განაცხადა სარალიძემ.

ამავე თემაზე