2019-03-12 15:33:22
"კირკიტაძე უკანონო პატიმარია " - კირკიტაძის საქმე ადვოკატს საქმე ევროსასამართლოში

დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია - აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი. კირკიტაძის უფლებადამცველი აპირებს, რომ საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში წაიღოს, რადგან მისი შეფასებით, დარღვეულია ევროკონვენციის რამდენიმე მუხლი.

დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესზე დღეს ის 27 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც სასამართლოს წერილობით მიმართეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კირკიტაძის გათავისუფლების შემთხვევაში მის ქცევა პასუხისმგებლობა აეღოთ. თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ამავე თემაზე