2019-03-12 15:26:15
8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 ათასი ლარი - "საქართველოს ბანკიდან გატაცებული თანხა

მთელი ღამის განმავლობაში ბრალდებულები დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. სწორედ ასე შეძლეს ბრალდებულთა ამოცნობა, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკზე“ დაყაჩაღების საქმის პროკურორმა ირაკლი გულდედავამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება გატაცებულ თანხას, პროკურორის თქმით, მიახლოებითი თანხა რაც ბრალდებულებმა გაიტაცეს არის - 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 ათასი ლარი.

სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ამავე თემაზე