2019-03-12 15:15:35
ბანკის დაყაჩაღებასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გლდანში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, ვინაიდან მისი თქმით, პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები.

პროკურორის არგუმენტი კი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე იყო, რაც მოსამართლემ გაიზიარა.

გლდანში, საქართველოს ბანკზე მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულების დაკავების შესახებ შსს-მ დღეს გაავრცელა განცხადება. უწყების ინფორმაციით, იძებნება დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი.

ამავე თემაზე