2019-03-12 14:16:36
დარწმუნებული ვარ, კირკიტაძეს გაუცვლის ადგილს გიორგი გახარია - მელია

ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები, ბედუკაძეები და გახარიები არ დამარცხდებიან- განაცხადა ნიკა მელიამ გურჯაანის სასამართლოსთან.

მოსამართლემ დავით კირკიტაძე დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა, მელიას შეფასებით, ნუნუ ნემსიწვერიძემ არაფრად ჩააგდო 30-მდე დეპუტატის და 2000-მდე ადამიანის ნება და პასუხისმგებლობა.​

„მოდით, ვთქვათ ვინ არის ეს ქალბატონი, რომელმაც წლების წინ მკვლელობაზე გაასამართლა ადამიანი, გაუშვა ციხეში და მერე 6 თვის შემდეგ მოკლული აღმოჩნდა ცოცხალი. ამის შემდეგ კი ის დათხოვნილი იქნა სასამართლო სისტემიდან. მერე „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა. მანვე გამოსცა განჩინება დათო კირკიტაძის დაპატიმრების შესახებ და 15 თებერვალს მურუსიძე-ჩინჩალაძემ ეს ქალბატონი დანიშნა და გაამწესა უვადოდ. ეს ქალბატონი მინიმუმ 20 წელი მოსამართლე იქნება. აი, რისთვის სჭირდება მურუსიძე-ჩინჩალაძეს მოსამართლეების უვადოდ განწესება. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, კირკიტაძეს გაუცვლის ადგილს გიორგი გახარია“, - განაცხადა მელიამ.

ამავე თემაზე