2019-03-12 09:57:36
წულუკიანთან ერთად ქობულია, ცქიტიშვილი და მაჭავარიანიც მიდიან - ცვლილებები მთავრობაში?

გავრცელებული ინფორმაციით თეა წულუკიანის საკუთარი გუნდისთვის წაყენებული ულტიმატუმი, რომლის არშესრულების შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს, იუსტიციის სამინიტროდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოყოფას ეხება. არაოფიციალური ინფორმაციით, წულუკიანი სამინისტროდან უწყების ცალკე უწყებად გამოყოფას ეწინააღმდეგება. ამავე ინფორმაციის თანახმად, უახლოესი დღეების განმავლობაში, თუ მან გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია ის თანამდებობას დატოვებს. 
წულუკიანთან ერთად შესაძლოა თანამდებობები მთავრობაში სხვა მინისტრებმაც დატოვონ - არაოფიციალური ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილების ახალ ტალღაში - ეკონომიკის მინისტრი ქობულია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი მოყვებიან.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში უმრავლესობის წარმომადგენლები არ ადასტურებენ.

ამავე თემაზე