2019-03-11 17:51:54
სროლა დელისის მეტროსთან - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი 

თბილისში, დელისის მეტროსთან, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის გიორგი მღებრიშვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით, ფეხის არეში აქვს მიყენებული 

დაჭრილი ახალგაზრდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე, შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, ორი მუხლით დაიწყო, კერძოდ 19-108 და 236 მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.   

ამავე თემაზე