2019-03-11 14:57:35
"ერთ-ერთი მინისტრი მივიდა ივანიშვილთან და უთხრა, ღარიბაშვილი თუ დაბრუნდება, ჩვენ წავალთო"

ქართული ოცნების" პირველი პირების დიდ ნაწილს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არ უნდოდა - განცხადებას ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, გიგლა ბარამიძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს. ბარამიძე ამბობს, რომ ერთ ერთი მინისტრი ივანიშვილთან მივიდა და ულტიმატუმიც წაუყენა:

"ირაკლი ღარიბაშვილს მართლა ძალიან უნდა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ არ გამოუვა. მასთან დაკავშირებით ერთ ექსკლუზივსაც გეტყვით _ "ქართული ოცნების" პირველი პირების დიდ ნაწილს მისი დაბრუნება არ უნდოდა.

მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრი მივიდა ივანიშვილთან და ვიღაცებისა და თავისი სახელით უთხრა, ღარიბაშვილი თუ დაბრუნდება, ჩვენ წავალთო.

ღარიბაშვილის დაბრუნების ამბავი რომ გაიგეს, "ოცნებაში" ნახევარზე მეტმა შიშით ფერი დაკარგა _ ნერვიულობენ, ცვლილებებს დაიწყებს, ჩვენს ხალხს გაყრის და თავისას მოიყვანსო.

პირადად მე ღარიბაშვილს ვგულშემატკივრობ, გამიხარდება, თუ რამეს გააკეთებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი გამოუვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი დახვედრა მოუწყვეს და მას რამის გაკეთების საშუალებას როგორ მისცემენ. ისე ცუდად არის საქმე, რომ საქმის გაკეთება ივანიშვილსაც გაუჭირდება." აცხადებს ბარამიძე.

ამავე თემაზე