2019-03-11 14:38:36
სად დასაქმდნენ მაღალჩინოსნების ცოლები? - "სახელმწიფოს მათი შენახვა 200 ათას ლარამდე უჯდება"

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც მინისტრების მოადგილეების ცოლების სამუშაო ადგილებია ჩამოთვლილი. „ახალ საქართველოში“ ამბობენ, რომ მინისტრის მოადგილეების ცოლები საჯარო სამსახურებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც მათი ქმრები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ და სახელმწიფოს მათი შენახვა 200 ათას ლარამდე უჯდება:

კვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათი შეფასებით, ნეპოტიზმის შემთხვევები გამოიკვეთა.

ლევან იზორია (თავდაცვის მინისტრი) - ცოლი ლანა მანჯგალაძე - სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა.)

ნუკრი გელაშვილი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) - ცოლი მარიამ მანველიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი)

გიორგი ბუთხუზი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) - ცოლი მაკა მაისურაძე - ჯანდაცვის სამინისტრო , სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამმართველოს უფროსი.

ზაალ კაპანაძე (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) - ცოლი მარინა სუქნიძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა - სოც.სამსახურის უფროსი

კახაბერ საბანაძე (შს მინისტრის მოადგილე) - ცოლი ანა ვახტანგაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ მთ.სპეციალისტი

ლევან კაკავა (შს მინისტრის მოადგილე) - ცოლი ნანა აბშილავა - მთავარი პროკურატურა-მრჩეველი

 ალექსანდრე ხვთისიაშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) - ცოლი ნინო თათანაშვილი - შსს მომსახურების სააგენტო, მთავარი ინსპექტორი

გიორგი კაკაურიძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) - ცოლი ადა ეკიზაშვილი - ცესკო

ნიკოლოზ გაგუა (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) - ცოლი თბილისის მერია, მთავარი სპეციალისტი

მამუკა ცოტნიაშვილი (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) - ცოლი მარეხი მთვარელიძე - ლტოლვილთა სამინისტრო

ლევან ხარატიშვილი (განათლების მინისტრის მოადგილე) - ცოლი ირინე ბაღდადიშვილი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

„ახალი საქართველო“ ითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა განმარტონ, რა კრიტერიუმებით დაასაქმეს მაღალჩინოსნების ცოლები და მოხდეს ტესტირების და გასაუბრების შედეგების გასაჯაროვება.

ამავე თემაზე