2019-03-11 11:09:14
"ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი" - სააკაშვილი

სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუდან იმ ნაწილს აზიარებს, რომელშიც ხაზარაძე ამბობს, რომ განცხადებას, რომელიც მან 2 ნოემბერს, სავარაუდოდ, შს მინისტრისგან მუქარის წერილის დირექტივების თანახმად გააკეთა, ხელს დღესაც მოაწერს. არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთებულ განცხადებაში ხაზარაძე წერდა, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას. 

"“

თურმე, კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა "განკულაკება" ყოფილა და არა - ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც მამუკა ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა. 
რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე" - წერს სააკაშვილი

ამავე თემაზე