2019-03-10 18:07:13
"ხედვაში ერთიანობა გვაქვს, რომ ჩვენ მშვიდად, არჩევნების გზით გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან" - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგი უგულავა თაკო ჩარკვიანის პარტიის „კანონი და სამართალი“ ყრილობას დაესწრო. მისი თქმი "ევროპულ საქართველოს" და ჩარკვიანის ახალ პარტიას, თანხვედრა აქვთ იმაში რომ მშვიდად, არჩევნების გზით "გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან"

"ევროპული საქართველო“ ითანამშრომლებს ყველა პარტიასთან და ამ თვალსაზრისით ორი ძირითადი ინდიკატორი არსებობს. 1. ამ პარტიას აქვს აბსოლუტურად ფხიზელი და ჯანსაღი წარმოდგენები და ნულოვანი, ზედმეტი ილუზიები რუსული რეჟიმის მიმართ. 2. ეს არის მკაფიო ევროპული პარტია და ბიძინა ივანიშვილის მკაფიო ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ ჩვენ პარტიებმა მიუხედავად იმისა, რომ ბევრია სიმრავლის მხვრივ, , უნდა გავხსნათ კარები და ვეძებოთ საერთო. განსხვავებებიც უნდა დარჩეს, რადგან ეს სჭირდება ამომრჩეველ... ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია, რეალური შედეგის დასადებად. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ მზად ვართ კონკურენციისთვის, ჯანსაღი კონკურენციისთვის . თავისუფლება არის ჯანსაღი კონკურენციის საფუძველი , თავისუფლება ეკონომიკაში, თავისუფლება პოლიტიკაში. ეს ქვეყანა გვინდა ჩვენ ვიყოთ და ამის წინააღმდეგია ივანიშვილი, მთავარია, რომ ხედვაში ერთიანობა გვაქვს, რომ ჩვენ მშვიდად, არჩევნების გზით გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან“, -აცხადებს გიგი უგულავა.

ამავე თემაზე