2019-03-08 17:54:58
,,მამუკასი და მისი ყველა წარმატების ყოველთვის შურდა" - ნიკო ლეკიშვილი ბიზნეს გაერთიანებებს უავტორიტეტო გაერთიანებებს უწოდებს

გადამხდელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი, სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის' ერთ-ერთ კომენტარს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, გაერთიანებების დუმილს აპროტესტებს და აცხადებს, რომ მოქმედი გადამხდელთა კავშირი და ბიზნეს ასოციაცია უავტორიტეტო და არაფრის მაქნისია. როგორც ლეკიშვილი წერს, ცალკეულ ბიზნესმენებს ხაზარაძის ყოველთვის შურდა.

"ძველი გადამხდელთა კავშირი(როცა მე ​ ვიყავი იქ) ერთ ამბავს ატეხდა ამ უმსგავსობაზე შეიკრიბებოდა გამოთქვავდა პროტესტს და ეს მრავალჯერ გაუკეთებია ახლანდელი კი ფაქტიურად უმოქმედო, უავტორიტეტო და არაფრის მაქნისი გაერთიანებაა. ასეთივეა ბიზნეს ასოციაცია. ცალკეული ბიზნესმენები კი ამას არ გააკეთებენ რადგან მათ მამუკასი და ყველა მისი წარმატების ყოველთვის შურდათ ამას ვუყურებ უკვე 27 წელია. ასეთებს კი არასდროს არაფერი არ დაემართებათ."


 

 

 

ამავე თემაზე