2019-03-08 16:54:34
შოთა, ვაჟა, გალაკტიონი - Vetements-ის ახალი კოლექცია

ქართველი პოეტების სახელები Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში. ჯინსის ქურთუკებს შოთა, ვაჟა, გალაკტიონი აწერია.

"გინდათ იცოდეთ, თუ ვის ეკუთვნის ეს სახელები?", - წერია Demna Gvasalia Daily-ის ინსტაგრამ გვერდზე და განმარტებული, რომ შოთა რუსთაველი არის ავტორი მსოფლიოში სახელგანთქმული პოემისა ვეფხისტყაოსანი, ვაჟა-ფშაველა არის გამოჩენილი ქართველი პოეტი, რომელმაც ქართული ლიტერატურის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის გამორჩეული პოეტი.

ჯინსის ქურთუკების ფასი 2,035 ევროა და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია.

ამავე თემაზე