2019-03-08 16:07:42
ექსკლუზივი - წულუკიანი მინისტრის პოსტს ტოვებს

"პირველი რადიოს" ექსკლუზიური ინფორმაციით უახლოეს დღებში იუსტიციის მინისტრის პოსტს თეა წულუკიანი დატოვებს. წყაროს ინფორმაციით წულუკიანი გადადგომის შესახებ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს. მიდის თუ უშვებენ მთავრობიდან 7 წლიანი მინისტრობის შემდეგ წულუკიანს უცნობია, თუმცა წყაროს მტკიცებით წულუკიანის თანამდებობიდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა მიზეზის დაკონკრეტებისგან წყარო თავს იკავებს. "პირველი რადიოს" ექსკლუზიური ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ კეთდება.

წულუკიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთვარობის იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. ის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრია - ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის გარდა მან იმუშავა ივანიშვილის, ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის მთვარობებში.

ამავე თემაზე