2019-03-08 15:21:04
ქობულეთში საფლავები გაქურდეს

ქობულეთში საფლავებს ღობეები და ჭიშკრები მოხსნეს. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე მოხდა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ რკინის კონსტრუქციები სავარაუდოდ ლითონის გადამამუშავებელ პუნქტში ჩაბარების მიზნით მოიპარეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე