2019-03-08 10:05:16
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქალაქ ალექსანდრიის სასამართლომ მანაფორტი დამნაშავედ გადასახადების დამალვასა და სხვა ფინანსური მაქინაციებისთვის სცნო. ბრალდების მხარე მისთვის 25 წლამდე პატიმრობას მოითხოვდა.

მანაფორტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ვაშინგტონშიც მიმდინარეობს. ბრალდებებს შორის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი პარტიის ინტერესების ამერიკაში ლობირება, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება და ფულის გათეთრებაა. ვაშინგტონის სასამართლოს განაჩენი 13 მარტს გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე