2019-03-07 12:57:34
"ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელია დაკავებული

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაციას უწყება ადასტურებს.

"შსს-ს მიერ ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული", - აცხადებენ შსს-ში.

ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში 6 მარტს დააკავეს.

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე