2019-03-07 11:38:01
4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლელა ქსოვრელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბრალის დამძიმების შემდეგ დღეს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ნინო ზალინაშვილის დედის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება.

ლელა ქსოვრელს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაკავებულის ადვოკატი დღევანდელ სხდომაზე პროცესის დახურვის შუამდგომლობას დააყენებს. ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს. ის თბილისში საკუთარი შვილის გარდაცვალების საქმეზე 22 იანვარს დააკავეს.

ამავე თემაზე