2019-03-06 18:58:11
ფოთში, მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველო გაქურდეს

ფოთში, მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველო გაქურდეს. მძრცველებმა ტაძრის კარები გატეხეს და სამლოცველოში შევიდნენ. მესანთლის სვეტლანა სიჭინავას თქმით, გატეხილია შესაწირი ყულაბები და წაღებულია თანხა. 

„ეკლესიაში რომ მოვედი კარი გატეხილი დამხვდა, ჩემამდე მამაო იყო მოსული. გატეხილია ორი შესაწირი ყულაბა, თუმცა რა ოდენობის თანხაა წაღებული არ ვიცით. მამაომ მაშინვე პოლიციაში დარეკა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სვეტლანა სიჭინავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფოთში, მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი გახსნა. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია არასრულწლოვანი, რომელიც აღიარებს დანაშაულს. გამოძიება სსკ-ის 177 მუხლით გრძელდება.

ამავე თემაზე