2019-03-06 12:21:30
ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის 13692 ბრძანებით აღწერილი გარემოებებით, “არ გაუმჯობესდა და გააგრძელდა საგანგებო და უკიდურესი საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგანგაშო მდგომარეობის რეჟიმს (სანქციებს) ვაგრძელებ”, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ვენესუელას წინააღმდეგ ის შემზღუდველი ზომები ვრცელდება, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2015 წლის მარტში დააწესა.
თებერვლის შუა რიცხვებში ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო მენენდესმა განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ს ფინანსური სანქციებისგან პირდაპირი ეკონომიკური ზარალი 38 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ცნობისთის, 23 იანვარს ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. ამის შემდეგ კი, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მას ვენესუელის დატოვება და პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალა და აგრეთვე, გაყინა მისი საბანკო ანგარიშები. ეს ინიციატივები კი ქვეყნის გენერალურ პროკურატურას ეკუთვნოდა, რომელმაც გუაიდოს პასუხისმგებლობა დააკისრა ქვეყანაში მომხდარი არეულობის გამო.

გუაიდოს მხარი დაუჭირა აშშ-მა, კანადამ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ. ლეგიტიმურ მმართველად კი იგი არ მიაჩნია რუსეთს, თურქეთს, ჩინეთს, ირანს, კუბასა და ა.შ.

ამავე თემაზე