2019-03-05 19:33:19
თბილისში 30 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრებმა 30 წლის ახალგაზრდამ ა.ზ-მ თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ, თბილისში მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა, ელზა ზაქარეიშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა, გარდაცვლილი ოჯახთან ერთად თბილისში იმყოფებოდა:

"რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობენ. ძალიან კარგი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. გაოგნებული ვართ ყველანი. არ ვიცით რა მოხდა, რატომ გადადგა ეს საშინელი ნაბიჯი. მხოლოდ ის ვიცით, რომ თვითმკვლელობის წინა დღეს თოკი აუღია _ სამრეცხაო ჰქონდათ და იქ მჭირდებაო.

გუშინ, ბავშვი წაუყვანია სკოლაში და უკან მობრუნების შემდეგ ჩამოუხრჩვია თავი. წერილი დაუტოვებია შვილისთვის," მამა, მაპატიეო"

გარდაცვლილი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სახლში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე