2019-03-05 10:46:11
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები, კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

შესაბამის განკარგულებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი წერია, რომ რუსეთის ქმედებები, მათ შორის ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენება, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის კვლავ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.

ამავე თემაზე