2019-03-01 21:16:12
"დაკავების მომენტში პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს"- ზვიად კუპრავა  

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით დაკავებული ზვიად კუპრავას საქმის არსებითი განხილვა 10 აპრილს დაიწყება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  ​კუპრავამ განაცხადა, რომ დაკავების მომენტში პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს. კუპრავას თქმით, სპეცოპერაციით მისი აყვანის აუცილებლობა არ იყო.

სასამართლოს ბრალდებულის ადვოკატმაც მიმართა. მისი განცხადებით, ზვიად კუპრავა ე.წ. გლდანის ციხეში მირზა სუბელიანის გვერდით საკანშია მოთავსებული, რაც მიზანშეწონილი არაა.

„ჩატარდა სპეცოპერაცი ჩემი აყვანის 24 რიცხვში, თუმცა ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა. ჩემი აქ ჯდომა, თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ არის პოლიტიკური და თუ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ, მე ქართული მართლმსაჯულების სინდისის პატიმარი ვარ, მე არ უნდა ვიჯდე აქ, ჩემი აქ ყოფნა ეწინააღმდეგება ყველა კანონს,“- განაცხადა სასამართლო პროცესზე კუპრავამ.

ამავე თემაზე