2019-03-01 20:55:57
ქვემო ფონიჭალაში ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა

ქვემო ფონიჭალაში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რასაც მათი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

ერთ-ერთი დაკავებული მამაკაცი 31 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს. მოსახლეობის თქმით, კიდევ ერთი ადამიანი ქუჩაში დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცია ნარკოტიკებს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე