2019-02-26 10:20:03
პუტინის პრესმდივნის შვილი ევროპარლამენტში მუშაობს და სრული წვდომა აქვს ევროკავშირის დოკუმენტებზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი 21 წლის ელიზავეტა პესკოვა ევროპის პარლამენტში სტაჟიორად მუშაობს და ევროკავშირის გარკვეულ დოკუმენტებსა და ბაზებზე ხელი მიუწვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო ავრცელებს. 

პესკოვა სტაჟირებას ევროპარლამენტის ფრანგ დეპუტატ ეიმერიკ შოპრადთან გადის, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას საჯაროდ დაუჭირა მხარი. შოპრადმა „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა, რომ პესკოვა მისი გუნდის წევრია.

ევროპარლამენტარი ინტერესთა კონფლიქტის არსებობას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ელიზავეტა პესკოვა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელი არ არის და არც კერძო პირისთვის მუშაობს.

ამავე თემაზე