2019-02-26 10:02:11
,,ენ-ტე-ვეს“ თანადამფუძნებელი იგორ მალაშენკო გარდაცვლილი იპოვეს

რუსი პოლიტოლოგი და ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ თანადამფუძნებელი იგორ მალაშენკო ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს. 

ერთ ერთი ვერსიით 64 წლის მალაშენკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. მალაშენკოს თვითმკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა დაწერა, რომლის საარჩევნო შტაბს გასულ წელს, სწორედ მალაშენკო ხელმძღვანელობდა.

ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იგორ მალაშენკო 1993-97 წლებში იკავებდა, 1996 წელს კი ბორის ელცინის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა. ეკავა ასევე ტელეკომპანია „RTVi“-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაც.

ამავე თემაზე