2019-02-21 18:01:22
იაგო ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა

იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ  ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ პოპიაშვილმა რუსთავის N6 პენიტეცნიური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო.

"ყველა მტკიცებულება, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული, სადავოდ ვცანით. იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოესპო, იმის გამო, რომ ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია", - აღნიშნა პაპოშვილმა.

ნებიერიძე დუმილის უფლებას სასამართლოში დაარღვევს.

ამავე თემაზე