2019-02-21 14:11:28
"კი არ უნდა მივმართოთ საბჭოს, გადაწყვეტილებები მივიღოთ თუ ვართ ხელისუფლება..."- ბესელია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ეკა ბესელიამ დეპუტატებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა და პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბესელია ამბობს, რომ პარლამენტს საერთაშორისო პარტნიორებთან ვალდებულებები აქვს აღებული და პასუხს სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მოსთხოვენ და არა მოსამართლეებს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტმა გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების შეჩერების თხოვნით არ უნდა მიმართოს.

„მიმართვა, რომ საბჭო შეაჩერე შენ უვადოდ დანიშვნა, არ ყოფნის მათ ეს მიმართვა, არ უჩუყდებათ გული ასეთ მიმართვებზე და ეს ჩვენს სისუსტესაც აჩვენებს იმიტომ, რომ კი არ უნდა მივმართოთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ თუ ვართ ხელისუფლება, თუ შეგვიძლია ვუპასუხოთ გამოწვევებს, გადაწყვეტილებები მივიღოთ, ნაბიჯი გადავდგათ. აღარ ვართ, ჩვენ 2013-2014 წელს, 2019 წელი დადგა უკვე და ისევ ლოზუნგებით ველაპარაკებით ადამიანებს,“ - განაცხადა ბესელიამ. 

ამავე თემაზე