2019-02-21 10:06:58
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო ციხეში გაიმართება

დღეს, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა იწყება. წინასასამართლო პროცესი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოსამართლემ მიიღო. 

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დაზარალებული ოჯახი იმედოვნებს, რომ საბოლოო განაჩენი გამამტყუნებელი იქნება და ბრალდებულს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. 

ბრალდებულის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ მხარეები არათანაბარ პირობებში არიან:

"იაგო ნებიერიძეს ფაქტიურად მოუსპეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება, როდესაც ასე გასაჯაროვდა ექსპერტიზის დასკვნა, მისი ფოტოსურათი. როგორ შეიძლება შეარჩიო ადამიანი ვინც იქნება ნეიტრალური. ჯერ კიდევ არავინ არ იცის უდანაშაულოა თუ დამნაშავე, უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ ირღვევა ეს თქვენთვისაც ნათელია. სენსიტიური თემაა, რომ ამის გამჟღავნება მიუღებელია. არათანაბარ პირობებში არ უნდა ჩაგვაყენონ," - აცხადებს იაგო ნებიერიძის ადვოკატი, მარიამ პაპოშვილი.

ამავე თემაზე