2019-02-20 15:59:37
საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს - პუტინი

საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, - ამბობს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი რუსეთი სარკისებრ ზომებს მიიღებს თუ აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს ევროპაში განათავსებს.

„ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაში ამგვარი რაკეტების განთავსებას. თუმცა, თუ აშშ-ს ევროპაში ასეთი რაკეტების განთავსების გეგმები აქვს, ეს მკვეთრად გაამწვავებს სიტუაციას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეებს შექმნის“, - განაცხადა პუტინმა.

ამავე თემაზე