2019-02-20 11:02:32
ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა - შსს ფაქტს ადასტურებს

შსს ადასტურებს, რომ გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.მას საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაჭრილს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა. ვერცხლის ქუჩაზე, 7 გასროლით 50 წლამდე მამაკაცი, ზვიად ჯაფარიძე მოკლეს. 

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე