2019-02-19 15:49:19
85 წლის ასაკში კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში  „შანელის“ სახლის კრეატიული დირექტორი, დიზაინერი კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა. „ფიგაროს“ ინფორმაციით, ლაგერფელდი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ორშაბათს პარიზში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კარლ ლაგერფელდი ჰამბურგში დაიბადა. 1952 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1974 წელს ლაგერფელდმა შექმნა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, 9 წლის შემდეგ კი, „შანელის“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა .

ამავე თემაზე