2019-02-18 12:08:45
"როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც" - წულუკიანი ხაზარაძეზე

მამუკა ხაზარაძე და ყველა პირი, რომელსაც საქმე ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რათა მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა ბანკი არ დააზიანოს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. წულუკიანი ამბობს, რომ დღეს „თიბისი ბანკის“ მიმართ კითხვა არ ისმის, კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების გადაწყვეტილებებზე.

„არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში

ამავე თემაზე