2019-02-15 14:06:17
TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში £52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის წევრმა TBC ბანკის ჯგუფმა ბოლო 24 საათში საბაზრო კაპიტალიზაციის 6.66% ანუ £52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა. ლარებში ეს თანხა 176 მილიონს აღემატება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა £13.34 გირვანქა სტერლინგი, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასს წარმოადგენს 

15 თებერვლის ვაჭრობა 13.46-ით დაიწყო, გახსნიდან მალევე აქციების ღირებულება ჯერ 13.10-მდე დაეცა, შემდგომ კი 13.34-მდე გაიზარდა, მთლიანობაში დღევანდელი ვარდნა 0.9%-ის ტოლია. 

ამ დროისთვის "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) £730 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

წყარო: bm.ge

ამავე თემაზე