2019-02-15 13:54:24
უსაფრთხოების საბჭოს უნდა ეწოდოს „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო - უსუფაშვილი

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ქვეყანაში არსებული ვითარება - "შენების მოძრაობის" ლიდერი დავთ უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს. 

1. საქართველოში პირველი მოწვევის პარლამენტის - დამფუძნებელი კრების - არჩევნები ჩატარდა 100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს, პროპორციული სისტემით. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს; და ვწუხვარ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ 106 წლის თავზე, 2024-ში თუ ვიქნებით მზად კვლავ პროპორციული არჩევნებისთვის და 102 წლის თავზე, 2020-ში ჯერ კიდევ ვერ მოვმწიფდებით ჩვენი დიდი წინაპრების დონემდე... დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა მოქალაქეთა ხელმოწერების შესაგროვებლად პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. „შენების მოძრაობა“, ცხადია, ჩართულია ამ პროცესში, რომელსაც მხარს უჭერს ყველა, გარდა „ქართული ოცნებისა“.

2. უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში პრეზიდენტის ვერ თუ არ გათვალისწინებით იქმნება ნოყიერი ნიადაგი ინსტიტუციური-პერსონალური კონფლიქტებისთვის, რაც საზიანოა ქვეყნისთვის. უსაფრთხოების საკითხებში კონსტიტუციით წახდენილი საქმის საკანონმდებლო დონეზე ოდნავ მაინც გამოსასწორებლად:

* უსაფრთხოების საბჭოს უნდა ეწოდოს „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო“, მის სხდომებს უნდა გაუძღვეს პრემიერ-მინისტრი და სხდომებზე მოწვეული უნდა იყოს პრეზიდენტი.

* უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობა უნდა უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის სპეციალურმა ქვედანაყოფმა, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საბჭოს მდივანი,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე