2019-02-15 13:47:23
"ვანოს უნდოდა არასამართლიანად...“წაეღლიტა” „თიბისი ბანკისთვის“ უსამართლოდ თანხა... იქ გაირკვა ყველაფერი“

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე დავაში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზე, ჯერ კიდევ 2018 წელს საუბრობდა. bm.ge-ისთვის 2018 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში ადასტურებდა, რომ ივანიშვილის შუამდგომლობით ჩხარტიშვილს შეხვდა და „იქ გაირკვა ყველაფერი“.

ხაზარაძე ამბობდა, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ბიზნეს-დავის პროცესში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე კი - „ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ის წყვეტდეს ბიზნეს-დავებს ორ ბიზნეს-სუბიექტს შორის“, ხაზარძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„პასუხი ძალიან მარტივია: მე მივესალმები, როცა ადამიანები დავის გადაწყვეტას ცდილობენ, მითუმეტეს - ბიზნესმენებს შორის. რადგან დამისვით ეს კითხვა გიპასუხებთ, ვანოს (ჩარტიშვილს) უნდოდა არასამართლიანად, სიტყვას ვეძებ რა სიტყვა გამოვიყენო - “წაეღლიტა” „თიბისი ბანკისთვის“ უსამართლოდ თანხა, ვიყავით სასამართლოში და ეს საკითხი მოგვარდა როგორც უნდა მოგვარებულიყო.

იცით რა, ჩვენ შევხვდით მისი (ბიძინა ივანიშვილის) შუამდგომლობით და იქ გაირკვა ყველაფერი სამართლიანად, აქვე იმასაც დავამატებ, რომ ვანოს (ჩხარტიშვილს) ჰყავდა ერთი მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე იკრიბებოდა საოცრად. ყველა საქმე, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული სხვა ბიზნეს კომპანიების წინააღმდეგ, ყველაფერი რატომღაც ერთ მოსამართლესთან იკრიბებოდა. ეს თქვენ გაარკვიეთ რატომ და როგორ“, - აცხადებდა ხაზარაძე. 

ამავე თემაზე