2019-02-15 11:51:16
საბანკო ასოციაცია TBC-ს მხარს უჭერს და მხარეებს ინსინუაციებისაგან თავის შეკავებას ურჩევს

საბანკო ასოციაცია, ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნას ეხმაურება. 

საბანკო ასოციაცია TBC-ს მხარს უჭერს და მხარეებს ინსინუაციებისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

"თიბისი ბანკი" არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. "თიბისი ბანკი" ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას "თიბისი ბანკის" სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე. 

მისასალმებელია "თიბისი ბანკის" მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები. 

საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს "თიბისი ბანკს" და ყველა "თიბისელს" და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან", – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში. 

ამავე თემაზე