2019-02-15 10:57:41
"ის წავა არა მხოლოდ „თიბისი ბანკიდან“, არამედ წავა ციხეში. უნდა თქვას ყველაფერი," - არშემდგარი კულუარული გარიგება?

"ის წავა არა მხოლოდ „თიბისი ბანკიდან“, არამედ წავა ციხეში. უნდა თქვას ყველაფერი," - ამ განცხადებას, ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას აკეთებს. 

გოცირიძე ეროვნულმა ბანკის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერებისა და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნას ეხმაურება. 

ოპოზიციაში მომხდარს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის დაპირისპირება ანაკლიის პორტს უკავშირდება და რომელსაც, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობა გადაჰყვა. პროექტი მამუკა ხაზარაძეს უნდა განეხორციელებინა. ამ ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს პროცესი მიუღებელი გახდა და ის ხაზარაძის მიმართაც უკმაყოფილო დარჩა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავენ საგამოძიებო ორგანოებიც და ასევე ეროვნული ბანკიც.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ხაზარაძე-ჯაფარიძემ ერთმანეთში გარიგება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. 

„ეს არის ყველა წითელი ხაზის გადალახვა უკვე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ იგი აიძულებდა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არა მხოლოდ დაეტოვებინათ „თიბისი ბანკის“ მმართველობა, არამედ გაეყიდა წილები. მამუკა ხაზარაძე სანამ პრობლემების მოგვარებას შეეცდება კულუარული გზებით, ის წავა არა მხოლოდ „თიბისი ბანკიდან“, არამედ წავა ციხეში. უნდა თქვას ყველაფერი, რაც მიმდინარეობდა ბოლო ამ ნახევარი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე